საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის იუსტიციის მინისტრის საჯარო ლექცია ევროპულ ღირებულებებსა და ევროპულ სამართალზე

    2023 წლის 23 აგვისტოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის იუსტიციის მინისტრის, დოქტორ ბენიამინ ლიმბახის საჯარო ლექცია თემაზე: „ევროპული ღირებულებები და ევროპული სამართლის მნიშვნელობა წევრი ქვეყნების ინტეგრაციისთვის და მართლმსაჯულების პრაქტიკა“.

     

    ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ ნინო გვენეტაძემ და თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ გიორგი დგებუაძემ.

     

    საჯარო ლექციას ესწრებოდნენ თსუ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები, აკადემიური პერსონალი, გერმანული დელეგაციის წევრები და გერმანიის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ფონდის (IRZ) წარმომადგენლები.

     

    საჯარო ლექცია გაიმართა გერმანიის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ფონდის (IRZ) მხარდაჭერით.

    თარიღი: 23/08/2023